მადრიდის „რეალმა“ ურთულესი ბარიერი გადალახა: მიუნხენის „ბაიერნის“ გავლა უბრალო საქმე არ არის. ეს „სამეფო კლუბმა“ ერთხელაც გამოსცადა: რეკორდმაისტერს დანებება არ ჩვევია და ახლაც ბოლომდე იბრძოლა. იბრძოლა და მიზანთან ახლოსაც იყო, „ბერნაბეუზე“ მოიგო კიდეც, მაგრამ… ვიდეოგანმეორება რომ არსებობდეს, ვინ იცის ნახევარფინალის წილისყრას ვინ დაელოდებოდა. მსაჯმა ორი ისეთი შეცდომა დაუშვა, ყველაფერი სწორედ ამან გადაწყვიტა – ჯერ ვიდალი გაუგდო სტუმრებს (მეორე ყვითელი ბარათი), რამაც აშკარა უპირატესობის მქონე „ბაიერნი“ უკან დახია და მერე დამატებით დროში რონალდოს ალბათ მაინც გადამწყვეტი გოლი თამაშგარედან რომ გავიდა, ისიც ჩათვალა…
თამაში კი საუცხოო გამოდგა. დიდი ფეხბურთისთვის საჭირო და დამახასიათებელი ყველაფერი იყო თავისი დრამატული ფინალით. ორმა უდიდესმა გუნდმა ფეხბურთის გულშემატკივრებს ორი ლამაზი საღამო აჩუქეს, რომელშიც მეტად ესპანურ გრანდს გაუმართლდა… „რეალის“ რეალობა გრძელდება…
რეალი – ბაიერნი 4:2 დ.დ. 1:2
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი: ნავასი, ნაჩო, რამოსი, კარვახალი, მარსელო, კასემირო, კროოსი (კოვაჩიჩი 114), მოდრიჩი, ისკო (ლ.ვაზკესი 71), რონალდუ, ბენზემა (ასენსიო 64).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
ბაიერნი: ნოიერი, ჰუმელსი, ბოატენგი, ლამი, ალაბა, ალონსო (მიულერი 75), ვიდალი, ალკანტარა, რიბერი (კოშტა 71), რობენი, ლევანდოვსკი (კიმიხი 88).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (53 პენ.), 1:1, 2:2, 3:2 რონალდუ (76; 105; 110), 1:2 რამოსი (78 ს.კ.), 4:2 ასენსიო (112)
გაფრთხილებები: კასემირო – ვიდალი, ალონსო, ჰუმელსი, რობენი
გაძევება: ვიდალი (84)
მსაჯი: ვიქტორ კაშაი
სტატისტიკა – დარტყმები: 26 (12) – 19 (2), ბურთის ფლობა: 47% – 53%, კუთხურები: 7-10, თამაშგარეები: 3-2
ახალი ამბები / სპორტი /
|19 აპრილი, 2017
|“საერთო ფეისბუქი და X6 გაზზე” – უცნაური ფაქტები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით
რამდენიმე დღეში ეს ელექტროავტობუსი თბილისის მგზავრებს მოემსახურება
მიტოვებული ეზოები სამეგრელოში, რომლებიც ზოგიერთ მოვლილ ეზოზე ლამაზია (ფოტოები)
ანი კავლელიშვილი „ბლექ სი არენას“ და ანაკლიაში დაგეგმილი პროექტის შესახებ
კადრები ანდრია გველესიანის ცოლის დაბადების დღიდან, რომელიც მალდივებზე აღნიშნეს (ვიდეო)
„მხოლოდ ქართულს“ 18%-იანი რეიტინგი აქვს – „სუპერკლასი ვიხილე!..“
საფრანგეთში 23 ქართველი, მათ შორის “კაბუ” და ე.წ. “კანონიერი ქურდები” დააკავეს
“ეს უცხოელები ასე უვლიდნენ ქართველ კაცს სასწრაფოს მოსვლამდე” [ვიდეო]
ვეს ანდერსონის ახალი ნამუშევარი „ძაღლების კუნძული“ ქართულ კინოთეატრებში ხვალიდან გამოდის