LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალმა მუზეუმში რონალდოს ბიუსტი დადგა

62

მადრიდის ”რეალმა” გუნდის პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს ბიუსტი კლუბის მუზეუმში განათავსა. ბიუსტზე ცნობილი ესპანელი არქიტექტორი და მოქანდაკე, ხოსე ანტონიო ნავარო არტეაგა მუშაობდა. კრიშტიანო ბიუსტის გახსნის ცერემონიალს არ დასწრებია.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელსვე მადეირას აეროპორტში რონალდოს პირველი ბიუსტის გახსნის ცერემონიალი შედგა, აღნიშნულმა ნამუშევარმა კი დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

32 წლის პორტუგალიელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონის 16 მატჩში 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები