LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალს და ატლეტიკოს ტრანსფერები აეკრძალათ

41

”რეალმა” და ”ატლეტიკომ” 2018 წლამდე სატრანსფერო ბანი მიიღეს.
არანაირი ხმაურიანი ტრანსფერი, მხოლოდ შიდა რეზერვი.

ფიფამ გამოაცხადა, რომ ორ მადრიდულ კლუბს – ”რეალს” და ”ატლეტიკოს” ეკრძალებათ ორი სეზონის განმავლობაში ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირება.

ფიფამ გრანდები არასწრულწლოვანი ფეხბურთელების ტრანსფერების დარღვევისთვის დასაჯა. კლუბებმა აპელაცია კი შეიტანეს, მაგრამ ისინი არ დააკმაყოფილეს.

სატრანსფერო ბანის გარდა ორივე გუნდმა ფულადი ჯარიმაც დაიმსახურა. ”ატლეტიკო” ფიფას 822 ათას ევროს გადაუხდის, ”რეალი” – 328 ათასს.

თუ გახსოვთ, ამავე სტატიით ფიფამ 2014 წელს ”ბარსელონაც” დასაჯა და ტრანსფერები წელიწადნახევრით აუკრძალა.

 

nab

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები