LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეალური სიყვარულის“ მიხედვით საშობაო კონცერტები გაიმართება 

222

რიჩარდ კერტისის ფილმი „რეალური სიყვარული“, დამსახურებულად, ჯერ კიდევ იმყოფება ყველაზე საყვარელი სასიყვარულო ფილმების მოწინავე პოზიციებზე. სიუჟეტი, რომელიც სიყვარულის განსაკუთრებულ ემოციებს გამოხატავს, მიმდინარე შობას ცოცხალ კონცერტად გადაიქცევა.

სულ ექვსი კონცერტის გამართვა იგეგმება ორკესტრის დახმარებით და თითოეულ მათგანზე ჰიტად ქცეული სიმღერები გაჟღერდება, რომლებიც ფილმშიც გვხვდება. მათ შორის იქნება ბილ ნაითის „Christmas is All Around”, The Beatles-ის „All you need is love”, Sugababes-ის „Too lost in you” და ა.შ.

პირველი კონცერტი მანჩესტერში 1 დეკემბერს გაიმართება. ამის შემდეგ ის ბრისტოლში, ბირმინგემსა და ედინბურგში გაგრძელდება და ლონდონში დასრულდება.

ფილმის ორიგინალი ვერსია 2003 წელს გამოვიდა. 14 წლის შემდეგ, „წითელი ცხვირის“ დღესთან დაკავშირებით „რეალური სიყვარულის“ მეორე ნაწილი გადაიღეს. მთავარ როლებს, ისევე, როგორც ორიგინალ ვერსიაში ჰიუ გრანტი, ლიამ ნისონი, კოლინ ფერტი, ალან რიკმანი, ემა ტომპსონი და სხვა ცნობილი ვარსკვლავები ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები