LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეცეპტის ელექტრონულად გამოწერა სავალდებულო გახდება

106

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, მომავალი წლისათვის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ელექტრონული რეცეპტურის დანერგა იქნება.

“თბილისში პილოტური პროექტით ელექტრონული რეცეპტურა გაკეთებულია. მომავალ წელიწადს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა სწორედ ეს იქნება. ელექტრონული რეცეპტურა მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა დაინერგოს. მოხდება რეცეპტის ონლაინ გამოწერა და გაკონტროლება, როგორ წერენ და რამდენს წერენ ექიმები. ამ რეცეპტს ხედავს პაციენტი, ხედავს ექიმი, ხედავს აფთიაქი და ასევე, ხედავს სამინისტრო. დღესდღეობით, ეს ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო სახე მიეცემა“, – განმარტა ზოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები