LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეცეპტის გამოწერაზე თავს შევიკავებ – ნარჩემაშვილი ბორჯომის ინციდენტზე

84

“ბორჯომში შექმნილ პოლიტიკური კრიზისი ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს,” –  ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა, გააკეთა.

მისი განმარტებით, ბორჯომის საკრებულოსა და მერიას შორის არსებულ დაპირისპირებაში ცენტრალური ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს.

„ვფიქრობ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ნაკლებად უნდა ერეოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში და ასე ვთქვათ, ამ რეცეპტის გამოწერაზე თავს შევიკავებ. რა უნდა მოხდეს ეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ კარგად იცის. ეს კარგად იცის, რაც მთავარია, ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელთაც საკრებულო ასეთი სახით აირჩიეს. ასეთი ფორმები პოლიტიკაში არის სრულიად მიუღებელი და დასაგმობი. მე ამას პირადად კატეგორიულად ვემიჯნები,“ – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები