LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რედიქსი” მომავალ წელს ორ სასტუმროს გახსნის

447

კომპანია “რედიქსი” და საპარტნიორო ფონდი აბასთუმანში სასტუმროს 2018 წლის ბოლოს, ან 2019 წლის დასაწყისში გახსნიან.

გადაცემა “საქმის კურსთან” კომპანია ”რედიქსის” ხელმძღვანელი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ სასტუმროს მშენებლობა აბასთუმანში მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება. მისი თქმით, პროექტი უკვე დამტკიცებულია. სასტუმრო 140-ნომრიანი იქნება და მასში ინვესტიციის სახით 32 მილიონი დოლარი ჩაიდება. პაპაშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი შევა თუ არა სასტუმროს მართვაში რომელიმე საერთაშრისო ბრენდი.

კიდევ ერთ სასტუმროს გახსნის ”რედიქსი” მომავალ წელს, ამჯერად დედაქალაქში. ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სასტუმრო Hilton Garden Inn მომავალი წლის გაზაფხულზე გაიხსნება. “რედიქსის” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამჟამად მშენებლობის ეტაპი მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 35 მილიონი დოლარია. შედეგად, თბილისის ცენტრში 165 ნომრიანი 14-სართულიანი სასტუმრო განთავსდება, რომელიც 4-ვარსკვლავიანი იქნება. მომხმარებელს აქ მოემსახურება სპა ცენტრი და რესტორანი. ზედა სართულზე კი განთავსდება საცურაო აუზი.

პოპულალურები