LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეჟისორი, ექიმი, ადვოკატი, ფსიქოლოგი: თბილისს კამერული თეატრი შეემატება

562

რეჟისორმა გიორგი აფხაზავამ ახალი თეატრის შექმნას საკუთარი სახლი შესწირა. „თბილისის კამერული თეატრი“ არის ექსპერიმენტული სივრცე კოტა აფხაზის ქუჩაზე. 90-იან წლებში ეს შენობა როკის მოყვარულების შეკრების ადგილი იყო. არსებული მიტოვებული სარდაფი ერთიანი ძალისხმევით გასუფთავდა. ახლის ძიებისა და შექმნის პროცესმა გააერთიანა სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და სრულიად განსხვავებული სფეროს სტუდენტები: რეჟისორი, ექიმი, ადვოკატი, მსახიობი, ფსიქოლოგი.

სარემონტო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს გიორგი აფხაზავას სპექტაკლის „დონ კიხოტი“ რეპეტიციები.
„თბილისის კამერული თეატრი“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც თავად გიორგი აფხაზავა აღნიშნავს, მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები