LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეჟისორმა „გოგონა დრაკონის ტატუთი“ გაგრძელების გადაღება დააანონსა

167

რეჟისორმა ფედე ალვარესმა ფილმის „გოგონა დრაკონის ტატუთი“ გაგრძელების გადაღება დააანონსა. უკვე ცნობილია, რომ ახალ ნაწილს „გოგონა ობობის ქსელში“ ერქმევა. ამის შესახებ ალვარესმა გამოცემა „დიჯითალ სფაი“-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ალვარესის განცხადებით, ფილმზე ის ბევრს ვერაფერს იტყვის გარდა იმისა, რომ გაგრძელებაზე ნამდვილად მიდის მუშაობა და მთელი გადამღები ჯგუფი ამ ამბით სასიამოვნოდ არის აღელვებული. ამ დროისთვის სტუდიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ახალი ფილმი კი წინამორბედი მსგავს სტილში გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ ფილმის პირველ ნაწილში მთავარ როლებს დენიელ კრეიგი და რუნი მარა ასრულებენ. ალვარესს არ დაუკონკრეტებია, დარჩებიან თუ არა ისინი მთავარ როლებზე. მისი თქმით, ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები