LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”რედკო” გუდაურში 150 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

433

კომპანია ”რედკო” გუდაურში 150 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს განახორციელებს.

ურთიერთთანამშრომლობის მეომორანდუმს ხელის კომაპნიისა და შპს ”მთის კურორტების განვითარების კომპანიის” ხელმძღვანელმა დღეს მოაწერეს.

”რედკომ” გუდაურში 500 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია შეიძინა, რომელზეც ხუთი წლის განმავლობაში თანამედროვე ევროპული დონის საკურორტო კომპლექსს ააშენებს, რაც 26 ერთეული, მათ შორის ბრენდული სასტუმროებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობას გულისხმობს.

ასაშენებელი ფართის მოცულობა ჯამში 158 ათასი კვადრატული მეტრია, რის შედეგადაც გუდაურში დამატებით 5 ათასი საწოლი ადგილი და 2 ათასზე მეტი საცხოვრებელი ნომერი გაჩნდება.

”მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ზუსტად ის მიწის ნაკვეთი გვაქვს საკუთრებაში, რომელზეც კანადურმა კომპანია ”ეკოსაინმა” განვითარების გეგმა შეიმუშავა. სწორედ ამ გეგმის მიხვედით ვაპირებთ მშენებლობას” – განაცხადა ”რედკოს” პროექტების მენეჯერმა მალხაზ კუნელაურმა.

პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს 10 ჰექტარი ტერიტორიის განაშენენიანებას. შეიქმნება გასართობი და დასვენების ინფრასტქუქტურა – ყინულის მოედანი, რესტორნები, გასართობი ცენტრები, სპორტული მოედნები და სხვა. გარდა ამისა, “რედკოს“ წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიამ მიიღო წინასწარი თანხმობა Starwood Hotels and Resorts Worldwide-სგან, რომლის მიხედვითაც კურორტზე მსოფლიოში ცნობილი ბრენდების – Sheraton-ისა და Four Points by Sheraton-ის სასტუმრობი გაიხსნება.

„მთის კურორტების განვითარება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ჩატარებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რამაც ნათლად აჩვენა, რომ თუ დღეს მთის კურორტები ჩვენს ეკონომიკაში დაახლოებით 50 მილიონი დოლარის გენერაციას ახდენს, სრულიად მარტივად არის შესაძლებელი ეს ციფრი ავიდეს 300 მილიონ დოლარამდე, რაც შესაბამისად მოითხოვს ინვესტიციებს, ახალ საწოლ ადგილებს და ახალი სერვისების მიწოდებას. ჩვენ კანადურ კომპანიასთან ერთად გავაკეთეთ გუდაურის განვითარების გენერალური გეგმა, სადაც მოქცეულია ის მიწის ნაკვეთიც, რომელზეც კომპანია „რედკო“ აპირებს პროექტის განხორციელებას. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტერიტორია არ განვითარდება ქაოტურად, არამედ ერთიანი, გეგმაზომიერი მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, სასიკეთო იქნება გუდაურში დამატებითი ღირებულების შექმნისთვის“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელის ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტების  განხორციელებას ხელი შეუწყო სახელმწიფოს მიერ შემუშავებულმა მასტერპლანმა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ. მისი განცხადებით, სახელმწიფო უახლოეს დღეებშიიწყებს გუდაურის წყალსადენის და წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას. 2016 წლის ზაფხულში გუდაურში კიდევ ერთი საბაგიროს მშენებლობა დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები