რეფერენდუმში გამარჯვება ერდოღანს დონალდ ტრამპმა მიულოცა

64

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს დაურეკა და რეფერენდუმში გამარჯვება მიულოცა. განცხადება ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახურმა გაავრცელა.

დონალდ ტრამპმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ერდოღანს სირის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ ამერიკის გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის.

გარდა ტრამპისა, ერდოღანს გამარჯვება მიულოცეს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდ ლუკაშენკომ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

კრემლში ჯერ არ ამბობენ, მიულოცა თუ არა თურქეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რეფერენდუმი თურქეთის სუვერენული საქმეა.

ტრამპმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ერდოღანს სირის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ ამერიკის გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები