LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეფორმები, რომელიც ძალოვან და სამართალდამცავ ორგანოებშია დაწყებული, ბოლომდე უნდა მივიდეს – ეკა ბესელია

106

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ პასუხობს შეკითხვას, მიღებულია თუ არა გადაწყვეტილება სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან დაკავშირებით. დეპუტატის განცხადებით, საკომიტეტო მოსმენაზე იმ რეფორმებზე ისაუბრებენ, რომელიც ძალოვან სტრუქტურებში და მართლმსაჯულების სისტემაშია დაწყებული.

“მოლოდინია იმის, რომ მასშტაბური რეფორმები, რომელიც ამ უწყებებში არის დაწყებული, ბოლომდე უნდა განხორციელდეს, ეს არის მთავარი გზავნილი, რომ დემოკრატიული სისტემისკენ გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს გაცილებით სწრაფი ტემპით განხორციელებუილი, ესაა ჩვენი მოლოდინი და ბუნებრივია, ამ უწყებებს სჭირდებათ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ეფექტიანი საკანონმდებლო ბაზა და ბუნებრივია გვაქვს მოლოდინი, რომ რეფორმები სწრაფად განხორციელდება. ეს ეხება მართლმსაჯულების რეფორმის ბოლომდე მიყვანას და ეს პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, ეს ეხება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, ეხება სამართალდამცავ ორგანოებში რეფორმებს, რომელიც ბატონი გახარია ახორციელებს, ასევე თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პოპულალურები