LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგიონებში ბიზნესსექტორთან შეხვედრები გაიმართება

88

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ბიზნესომბუდსმენი რეგიონებში ბიზნესსექტორთან შეხვედრებს გეგმავენ.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიებები საინფორმაციო ხასიათის იქნება. ეს ერთ-ერთი მიმართულებაა იმ თანამშრომლობის ფარგლებში, რომლის შესახებაც დღეს ბიზნესომბუდსმენსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტის მიზანი მხარეებს შორის თანამშრობლობის გაღრმავება და პალატის წარმომადგენლების დახმარებით რეგიონებში მოქმედ ბიზნეს-სუბიექტებსა და ბიზნესომბუდსმენს შორის აქტიური კომუნიკაციის ხელშეწყობაა. მემორანდუმს, რომელიც დღეს გაფორმდა ხელი ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა მოაწერეს. დოკუმენტი პალატის წევრ კომპანიებსა და ბიზნესომბუდსმენს შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმი იქნება.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნესომბუდსმენის აპარატთან სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს. ირაკლი ლექვინაძემ ამ თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ, ბიზნესთან პირველი შეხვედრა სწორედ პალატის ხელშეწყობით გამართა, რომელსაც პალატის წევრი 100-მდე კომპანია ესწრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები