LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის 5 მილიონამდე ლარი გამოიყო

32

რეგიონებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების გასატარებლად 4 800 000 ლარი გამოიყო. შესაბამის ბრძანებას ხელს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე აწერს. ეს თანხა დუშეთის, ლენტეხის, მცხეთის, ლანჩხუთის, თიანეთისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს მოხმარდება.

ფინანსები შემდეგნაირად გადანაწილდება: დუშეთის მუნიციპალიტეტი – არა უმეტეს 1 000 000 ლარი; ლენტეხის მუნიციპალიტეტი – არა უმეტეს 1 000 000 ლარი, მცხეთის მუნიციპალიტეტი – არა უმეტეს 800 000 ლარი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – არა უმეტეს 600 000 ლარი, თიანეთის მუნიციპალიტეტი – არა უმეტეს 400 000 ლარი.

ასევე, 2017 წლის 19-25 დეკემბერს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტს გამოეყოფა არა უმეტეს 1 000 000 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები