LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეკორდი: რონალდო საკუთარ თავს სიყვარულში გამოუტყდა და ეკუთვნის კიდეც

52

როდესაც შენი სახელობის ლიგაზე თამაშობ და ამის არც გრცხვენია.
კრიშტიანო რონალდოს ჩემპიონთა ლიგაზე ფანტასტიური, არაამქვეყნიური შედეგები აქვს.
ფინალის შემდეგ რონალდოს კითხეს, გაწბილებული იყო თუ არა, რომ ვერ გაიტანა. ის კი საკუთარ თავს ლამის სიყვარულში გამოუტყდა:
„ვინ გახდა ისევ ბომბარდირი? ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოვიგე, ისევ ყველაზე მეტი გავიტანე და გაწბილებული ვერ ვიქნები. ჩემპიონთა ლიგას CR7 Champions League უნდა ეწოდოს.

 

 

რეკორდი გატანილი გოლების მიხედვით – 120
რეკორდი გამარჯვებების რაოდენობით – 97
რეკორდი ტროფეების რაოდენობით – 5
რეკორდი ერთ სეზონში გატანილი გოლებით – 17
რეკორდი კალენდარულ წელს გატანილი გოლების მიხედვით – 19
რეკორდი სეზონების რაოდენობით, როდესაც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი იყო – 7
რეკორდი ფინალების რაოდენობით, რომელშიც გაუტანია – 3

რონალდო რეკორდსმენია ფინალში გატანილი გოლებით (4), გატანილი პენალტებით (15) და საჯარიმოებით (12), ასევე მეოთხედფინალებსა (23) და ნახევარფინალებში (13) გატანილი გოლებით.

 

გარდა ამისა:
ამ სეზონში რონალდომ ლიგაზე 15 გოლი გაიტანა და ისევ გახდა ბომბარდირი. უახლოეს მდევრებს (ფირმინიო, სალაჰი, მანე) – 10 გოლი აქვთ, მესის მხოლოდ – 6. საშუალოდ რონალდოს ყოველ 78 წუთში გაჰქონდა. მან კარში 69-ჯერ დაარტყა, 49% – კარში წავიდა.

ისტორიაში ბომბარდირების რეიტინგში კრიშტიანო მესის 20 გოლით უსწრებს. შემდეგი მოქმედი ფეხბურთელებიდან ბენზემაა, რომელსაც მხოლოდ 56 გოლი აქვს.
რონალდო ზედიზედ 7 სეზონია მინიმუმ 10 გოლს იტანს, მის ანგარიშზე 7 ჰეთ-თრიკია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები