LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეკორდული რაოდენობის ხანძარი და დაღუპულთა რიცხვი 2017 წელს – სტატისტიკა

342

2017 წელს საქართველოში სულ 15,222 ხანძარი მოხდა, რაც 2016 წელთან შედარებით 39%-ით მეტია.  ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ხანძრების ეს რაოდენობა გასული 17 წლის განმავლობაშიც ყველაზე მეტია.

ხანძრებმა გასულ წელს 79 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რაც 2016 წელთან შედარებით 61%-ით მეტია. ამავდროულად, ეს რაოდენობა გასული 17 წლის განმავლობაშიც რეკორდულია.

2017 წელს ყველაზე ტრაგიკული ხანძარი 24 ნოემბერს მოხდა, ბათუმში მდებარე სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილმა ხანძარმა 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

2017 წლის ყველაზე მსხვილ ხანძართა შორის იყო ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი, თბილისში სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროს” დაწვა, ასევე მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები