LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რელიგიური გრძნობები არ არსებობს და ამის გამო ბოდიშის მოხდაც შეუძლებელია”

164

ფილოსოფოსი და რუსთავი 2-ის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი, ლევან ღამბაშიძე, სოციალურ ქსელში, 18 მარტს, გადაცემა P.S.-ში , გიორგი გაბუნიას მიერ იესო ქრისტეს ჯვარცმაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, შეუძლებელია ადამიანს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვო.

 

რელიგიური გრძნობები არ არსებობს. კონკრეტულად მათი შეურაცხყოფა შეუძლებელია და ამის გამო ბოდიშის მოხდაც შეუძლებელია. ეს ტერმინი არის დღევანდელი რუსეთის მთავრობისა და ეკლესიის, ანუ კგბ-ს მოგონილი, რომელსაც რეპრესიის ინსტრუმენტად იყენებს. ამიტომ ამ ტერმინის გამოყენება არის რუსეთის თამაშის წესებს დათანხმება.

არსებობს წყენა. ამის გამო, იმის გამო… მაგრამ წყენა. თუ უნებლიედ ან განზრახ აწყენინებ ვინმეს, შეიგიძლია ბოდიში მოიხადო, შეგიძლია არ მოიხადო. შენი არჩევანია.

კარგი იქნება, თუ ტერმინებზე შევჯერდებით.

https://www.facebook.com/levan.ghambashidze/posts/10160098914995142?pnref=story

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები