LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რესპუბლიკელები“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას 

91

„მას შემდეგ, რაც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ ისურვეს, „რესპუბლიკური პარტია“ არჩევნებში დამოუკიდებელ პარტიად გავა,“  – ამის შესახებ „ფორტუნას“ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, განუცხადა.

მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ გადაწყვეტილება მათთვის რამდენიმე კვირაა, ცნობილია და ამ დღიდან მოყოლებული წარსადგენ კანდიდატებს დამოუკიდებლად არჩევენ.

„ჩვენ ვიყავით ბლოკი. სამწუხაროა, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ არ ისურვეს არჩევნებში, ამ საყოველთაო არჩევნებში, მონაწილეობის მიღება. ამ ეტაპზე ჩვენ მონაწილეობას დამოუკიდებლად მივიღებთ და ვფიქრობ, ისინი საიმედო ხელში ტოვებენ თავის ამომრჩეველს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მათი ამომრჩეველი ავტომატურად ჩვენ მოგვცემს ხმას, ეს დამოკიდებულია ჩვენს კამპანიაზე,“ – განაცხადა სამნიძემ.

დღეს “თავისუფალმა დემოკრატებმა”  გაავრცელეს, სადაც ნტქვამია, მ,რომ ისინი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, მანამდე კი ამ ორ პარტიას დაანონსებული ჰქონდა, რომ ამ არჩევნებისთვის ერთად, ბლოკის სახით, მიიღებდენ მონაწილეობას.