LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”რესპუბლიკელები” და ”თავისუფალი დემოკრატები” ერთიანდებიან?

88

წინასაარჩევნოდ, იმ პარტიების გაერთიანება იქნება მოგებიანი, რომლებსაც ერთიდაიგივე ელექტორატი ჰყავთ, ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ, რადიო ”ფორტუნას” პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი აზრით, ”რესპუბლიკური პარტიისა” და ”თავისუფალი დემოკრატების” ალიანსი, შესაძლოა, წარმატებული აღმოჩნდეს.

”თუ ისეთი პარტიები გაერთიანდნენ, რომელთაც სხვადასხვა ტიპის ამომრჩეველი ჰყავთ, არჩევნებში ხმებს დაკარგავენ. ”დემოკრატებისა” და ”რესპუბლიკელების” ალიანსი, შესაძლოა, მოგებიანი აღმოჩნდეს, ისევე როგორც, მაგალითად, ”გირჩისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” გაერთიანება. მაგრამ თუ, დავუშვათ, რესპუბლიკელები ნაციონალებთან გაერთიანდებიან, ან დემოკრატები შექმნიან ალიანსს ნაციონალურ მოძრაობასთან, ეს წამგებიანი იქნება” – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

რაც ეხება კითხვას, არის თუ არა გამოკვეთილი ლიდერი პარტია, რომელმაც, შესაძლოა, არჩევნებში გაიმარჯვოს, პოლიტოლოგი პასუხობს, რომ ამ კითხვას ზუსტ პასუხს სოციოლოგიური კვლევები სცემს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქართველოში ამის დეფიციტია. საყვარელიძე, წინა კვლევებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ ლიდერი პარტია ”ქართული ოცნებაა”.

”ადრე ჩატარებული კვლევებით ცნობილია, რომ ”ქართული ოცნებაა” ლიდერი, მიუხედავად იმისა, რომ ის 50%-იან რეიტინგს ვერ აჭარბებს. სხვა პარტიებთან შედარებით, მას მაინც ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს” – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები