LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რესპუბლიკურ პარტიას“ გორში მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები არ ეყოლება

84

„რესპუბლიკურ პარტიას“ გორში არც მაჟორიტარობის და არც მერობის კანდიდატები არ ეყოლება, თუმცა პროპორციული სიის დარეგისტრირებისთვის პარტიის გორის ორგანიზაციამ გორის საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა.

პროპორციულ სიაში საკრებულოს წევრობის 17 კანდიდატია შეყვანილი. პარტიის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში შშმ პირებისთვის გარემოს ადაპტირების საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება. აღსანიშნავია, რომ პარტიის პროპორციული  სიის საკრებულოს წევრობის პირველი ნომერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ვიქტორ ქარქიშვილია.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები