LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკური კლინიკური ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო გასხვისდა

168

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის (ს/კ 248384234) პრივატიზების მიზნით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი დასრულდა.

ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს 100 პროცენტიანი წილი 2 მლნ. 5 ათას ლარად გაიყიდა. სულ ვაჭრობისას გაკეთდა 762 ბიჯი. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული ქონება ელექტრონულ პირობებიან აუქციონზე 100 000 ლარად ჰქონდა გამოტანილი.

შეგახსენებთ, საავადმყოფოს გასხვისების ერთ-ერთი მთავარი პირობა არის ის, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 8 თვის ვადაში უნდა დაიწყოს შენობისათვის საჭირო სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლებიც უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 36 თვის ვადაში.

პირობებიანი აუქციონის მთავარი მოთხოვნაა, რომ შემსყიდველმა კომპანიამ 50 წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა შეინარჩუნოს არსებული სამედიცინო (ფსიქიატრიული) პროფილი. გარდა ამისა, აღნიშნულ პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია.

აუქციონის პირობების თანახმად გამარჯვებულმა პირმა ნასყიდობის საფასური ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

პოპულალურები