LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორანი, რომელიც ტურისტებს ქართულ სულს აგრძნობინებს

622

რესტორანი „ვეფხი და მოყმე“, ქართველ და უცხოელ სტუმრებს განსაკუთრებულ გარემოს და სხვადასხვა ტიპის მომსახურებას სთავაზობს.

რესტორნის პირველ სართულზე ჭურ–მარანია განთავსებული, სივრცე კი სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ნივთებითაა გაფორმებული.

როგორც „ვეფხი და მოყმის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გიგა ბატკუაშვილმა „ფორტუნას“ განუცხადა, რესტორნის პირველი სართული განსაკუთრებით საინტერესოა თბილისში ჩამოსული ტურისტებისთვის.

რესტორნის პირველ სართულზე შეხვდებით ძველ ქართულ ნივთებს, ხალიჩებს, ჭურჭელს – ვიზუალი ერთიანობაში ნამდვილი ქართული კუთხეებისთვის დამახასიათებელ თვისებებს აერთიანებს.

მრავალფეროვანი დიზაინის გარდა, რესტორანში სტუმრებს ქართული სამზარეულოს მდიდარი არჩევანიც მოხიბლავს. აღსანიშნავია, რომ კერძების ნაწილი სტუმრების თვალწინ მზადდება. ღვინოს დაგემოვნებას კი მსურველები პირდაპირ ჭურიდან შეძლებენ.

„ნებისმიერი ადამიანი რესტორანში შესვლისას, პირველ რიგში, აღფრთოვანებული რჩება გარემოთი, იქიდან გამომდინარე, რომ აქ ნამდვილად ქართული სული იგრძნობა. რაც შეეხება კერძებს, მაყალზე იქვე იწვება მწვადი, სტუმარს შეუძლია დააგემოვნოს თონეში გამომხვარი პური და ჭურიდან ამოღებული ქართული ღვინო გასინჯოს.

პირველ სართულზე მომხმარებელს შეუძლია როგორც საერთო დარბაზში, ასევე კუპეში სტუმრობა“, – განაცხადა გიგა ბატკუაშვილმა.

გარდა ინტერიერის და კერძებისა, განსაკუთრებულ გარემოს ქართული ცოცხალი მუსიკაც ემატება. „ვეფხი და მოყმის“ პირველ სართულზე ქართველი მომღერლები და ჯგუფები ყოველ საღამოს აფორმებენ.

 

„ვეფხი და მოყმე“ ნებისმიერ სიტუაციასა და ღონისძიებას ერგება.

რესტორანი სულ 4 სართულისგან შედგება და ყოველ სართულზე მომხმარებელს განსხვავებულ გარემოსა და კერძებს სთავაზობენ.

მეორე სართულზე ე.წ. სახინკლის სივრცეა, მესამე სართულზე მოწყობილია ევროპული დარბაზი, მეოთხეზე კი ლაუნჯ ბარი, სადაც შესაბამის მუსიკას, DJ უკრავს. ბოლო ორ სართულს აქვს ტერასები, რომლებიდანაც ძველი თბილისის იდეალური ხედი იშლება.

ცნობისთვის, რესტორანი ”ვეფხი და მოყმე” მარშალ გელოვანის 3/3- ში (გაგარინის აღმართი) მდებარეობს. ფასები, კი როგორც რესტორანში აცხადებენ, სავსებით ხელმისაწვდომია.

[R]

პოპულალურები