23 წლის ბრიტანელი მომღერალი ადელი ალბომით “21” უკვე რამდენიმე თვეა მუსიკალურ რეკორდებს ხსნის. ალბომი, რომელშიც 11 სიმღერაა შესული იანვრიდან მოყოლებული სხვადასხვა ქვეყნის ჩარტების სათავეშია. მათ შორის აშშ–ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ალბომი საკმაოდ დიდი ხნის განმავლოვაში იკავებდა პირველ ადგილს. პირველი ხუთი თვის განმავლობაში ადელმა აშშ–ში 2,5 მილიონი ალბომი გაყიდა, ამას ემატებოდა ერთ მილიონამდე გაყიდული ალბომის დიჯითალ ვერსია. პირველი სინგლი “Rolling in the deep” კი უზომოდ პოპულარული გამოსვლისთანავე გახდა, “ბილბორდის” ასეულში პირველი ადგილი დაიკავა და 2011 წლის აგვიტოსთვის მისი 5 მილიონამდე ციფრული ვერსიაც გაიყიდა, საბოლოო ჯამში კი აშშ–ის ყველაზე გაყიდვად სიმღერად იქცა. თებერვლის მეორე ნახევრიდან კი განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მეორე სინგლმა “Someone Like You”.
ადელის რიგით მეორე ალბომმა დადებითი რეცენზიები მიიღო სხვადასხვა მედიასაშუალებებისაგან. BBC Music “21”ის შესახებ წერს:
“ უმაღლესი დონის საპროდიუსერო ჯგუფი, რომელიც ალბომის უკან დგას, მათ შორის რიკ რუბინი და პოლ ეპვორტი, განაპირობებენ რომ ალბომი ნამდვილ ღირსშესანიშაობად ჩაითვალოს. პირველი ტრეკი “Rolling in the deep” ნამდვილი დეკლარირებაა მიტოვებული ადამიანის სულიერი სირთულეებისა, ხოლო ვანდა ჯექსონის სტილში შესრულებული “Rumor Has It” როკენროლის სულს ძალიან ფაქიზად გადმოსცემს. საფინალო სიმღერა “Just Like You” რომელიც მხოლოდ ვოკალისა და პიანინოს ხმის ერთობლიობაა, წარმოადგენს მშვენირების აქტუალურ მხარეებს და მსმენელს აძლევს საშუალებას თავად წარმოიდგინოს თუ როგორი იქნება ეს მხარეები მომავალში.
“21” უბრალოდ განსაცვიფრებელია. მისი მოსმენის შემდეგ დაგრჩებათ შეგრძნება, თითქოს ამ ალბომს სულ უსმენდით. ის მისცემს ადელს საშუალებას გახდეს უფრო მეტი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი. “21” უბრალოდ ბრწყინვალეა.”
ჟურნალ “როლინგ სტოუნის” შეფასებით კი, თუ ადელის პირველი ალბომი 19” განსაცვიფრებელი იყო არა მისი სიმღერებით, არამედ მისი ხმით, “21” სხვა შემთხვევაა – ამ ნამუშევარში იგრძნობა მომღერლის ასაკობრივი და პროფესიული ზრდა”.
ჟურნალმა “Spin”, რომელმაც ალბომს საკუთარ რეიტინგში 10–დან 8 ქულა მიანიჭა, წერს : “სიმღერისთვის “Chasing paverment” მან 2009 წელს გრემი აიღო, თუმცა ალბომი ნამდვილად გადატვირთული იყო ბალადებითა და გიტარაზე შესრულებული ფოლკის ელემენტებით. თავისი ტოტენჰემური აქცენტით ადკინსმა ეს ყველაფერი გამორიცხა. ამის ნაცვლად ის უფრო და უფრო მეტს შრომობს და უფრო თამამად წერს სიმღერებს.”
ჟურნალ “The New Yorker”–ის მიმომხილველმა საშა ჯოუნსმა კი ადელი მეინსტრიმული მუსიკის ტრიადაში ლედი გაგასა და ბიონსესთან ერთად დაასახელა - “დღეს დღეობით მსოფლიო პოპი სამ ქალ მომღერალზე დგას, ლედი გაგა ალბომით “Born This Way,” ბიონსე “4”–ით და ადელი “21”–ით მსოფლიო მუსიკის ბაზარს სთავაზობენ უმთავრეს პროდუქტს, ზედმეტი კონცეპტუალური სირთულეების გარეშე”.
აღნიშნული ტრიადის ერთ–ერთმა წევრმა R&B შემსრულებელმა ბიონსე ნოულზმა თავად აღიარა, რომ მისი ახალი ალბომი “4” სხვებთან ერთად სწორედ ადელის ზეგავლენას განიცდის.
ადელ ადკინისის ბოლო ალბომი დღემდე განაგრძობს პოპულარობის მოპოვებას მთელ მფოლიოში. მუსიკალური კრიტიკოსები კი მოუთმენლად ელიან მის ახალ ნამუშევრებს.
რამდენიმე სიმღერაზე უკვე შექმნილია არაერთი ქავერვერსია, ხოლო აშშ–ში პოპულარულმა სერიალმა “glee” “21”–ში შესული ორი სიმღერა მეორე სეზონის სხვადასხვა სერიაში უკვე გამოიყენა.