LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეზო და ბავშვების“ ახალი კლიპი იანვარში გამოვა

323

პოპულარული ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ 2018 წელს ელოდება, რომ მაყურებელს ახალი ნამუშევარი წარუდგინოს. როგორც რეზო ჩვენთან საუბრისას ამბობს, ქართველებს ქეიფსა და დროსტარებას, ახალი წლის აღნიშვნას დააცდიან და შემდეგ ახალ ნამუშევარს აჩვენებენ. მარტამდე ჯგუფი კიდევ ორი ვიდეოს გადაღებას გეგმავს, მათ შორის ერთი ანიმაციური იქნება.

„რეზო და ბავშვების“ მორიგი კლიპი სიმღერაზე, რომლის სავარაუდო სახელწოდებაა „ვაუ“ პაატა მეიშვილია, რომელთანაც ბიჭებს ადრეც არაერთგზის უთანამშრომლიათ. გადაღებები წოდორეთში მიმდინარეობდა. ჯგუფის წევრებმა საინტერესო კოსტიუმები მოირგეს. კლიპის ოპერატორია ირაკლი მეტრეველი, სიმღერის მელოდია და ტექსტი რეზო ბლიაძეს ეკუთვნის, არანჟირება – ლელო ხოტივარს, მიქსი და მუსიკალური ფროდაქშენი – გიორგი გვარჯალაძეს.

რეზო ბლიაძე:

ისეთი მაგარი კლიპი გამოდის, ჩვენ თვითონაც გვიკვირს. სიმღერას სავარაუდოდ „ვაუ “ერქმევა და კლიპიც სწორედ ასეთი იქნება. მისი პრემიერა იანვარში შედგება. ქართველებს დროსტარებას დავაცდით. თან, ვნახავთ, კიდევ რა კლიპები გამოვა, ქართულ ესტრადასაც დავაცდით, გვაჩვენონ, რა შეუძლიათ და მერე ჩვენს ნამუშევარს წარვადგენთ (იცინის). კლიპში ჩვენ გარდა მსახიობებიც მონაწილეობენ, ერთი უკვე გამოცდილი სახეა, დევი ბიბილეიშვილი, მეორე კი დამწყები მსახიობი, ირი ჩიტაძე, რომელმაც ჩვენც გაგვაკვირვა და იმედი მაქვს, მაყურებელსაც მოეწონება.

საინტერესო გეგმები გვაქვს, რომლებსაც მალე გაგაცნობთ, მანამდე კი შემიძლია გითხრათ, რომ ამის გარდა, კიდევ ორ კლიპს გამოვუშვებთ მარტამდე, მათ შორის, ერთი ანიმაცია იქნება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები