LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანა საკუთარი ბრენდის პრეზენტაციაზე „ოსკარ დე ლა რენტას“ ყვითელ კაბაში გამოცხადდა

244

ნიუ–იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ, რიანას ბრენდის Fenty Beauty ღონისძიებაზე, მომღერალი  უჩვეულო ფორმაში გამოცხადდა.

29 წლის ვარსკვლავმა არჩევანი „ოსკარ დე ლა რენტას“ ყვითელ ორეულზე გააკეთა, რომელიც ტოპისა და გრანდიოზული ქვედა ბოლოსგან შედგებოდა. მომღერალმა ამ ჩაცმულობას Rene Caovilla-ს ღია ფეხსაცმელი და Chopard-ის სამკაული მოუხდინა.

ღონისძიების ფარგლებში რიანამ თავისი სადებიუტო მაკიაჟის კოლექციის Fenty Beauty By Rihanna ჩვენება გამართა.

საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის პრეზენტაციის შესახებ მან ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა. სიახლე გაყიდვაში კი 8 სექტემბრიდან ჩაეშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები