LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანა Victoria’s Secret-ის შოუში კენდალ ჯენერის გამო არ მონაწილეობს

150

ბარბადოსელი მომღერალი რიანა Victoria’s Secret-ის შოუში მონაწილეობას არ მიიღებს, ამის შესახებ მოდელ ჯორდან დანის განცხადებიდან გახდა ცნობილი. მოდელი, როგორც ჩანს, ნაწყენია, რომ იგი კენდალ ჯენერზე გაცვალეს.

„გადასარევად ვგრძნობ თავს, რომ არ მომიწევს შოუში მონაწილეობა, მით უფრო, რომ მასში არც რიანა აღარ იქნება,“ – წერს დანი სოციალურ ქსელში.

მოდელი უკვე სამი წელია მონაწილეობს Victoria’s Secret-ის ჩვენებებში, ამიტომ მისმა განცხადებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სოციალური ქსელების მომხმარებლები დარწმუნებულები არიან, რომ რიანამ უარი შოუში კენდალ ჯენერის მონაწილეობის გამო თქვა.

საუბარი იმაზე, რომ კენდალ ჯენერი „არ იმსახურებს“ მსოფლიო პოდიუმებზე დგომას, პირველად არ ყოფილა. რამდენიმე თვის წინ მოდელების ნაწილი მას აშკარადაც დაუპირისპირდა, თუმცა კენდალი სხვების უკმაყოფილების გამო საკუთარ კარიერაზე უარის თქმას არ აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები