LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანამ ნიშნობის ბეჭედი გამოაჩინა (ფოტო)

209

ცნობილია, რომ რიანას ახალი რჩეული მილიარდელი ჰასან ჯამილია, რომელიც ამჯერად საუდის არაბეთში ცხოვრობს. მედია ამტკიცებს, რომ მომღერალსა და ბიზნესმენს შორის ურთიერთობა უფრო სერიოზულ ფაზაში შევიდა. ამის მიზეზად კი ჟურნალისტები რიანას ბოლო გამოსვლას ასახელებენ, სადაც ლამაზმანი ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა.

პაპარაცებმა რიანა ნიუ-იორკში გადაიღეს, სადა ის კრის როკის სატელევიზო შოუს ჩაწერაზე იმყოფებოდა. ფოტოგრაფების ყურადღება მიიქცია ნიშნობის ბეჭედმა, რომელიც დიდი ბრილიანტის თვლებით იყო დაფარული. ამ დრომდე ეს ბეჭედი რიანას არასოდეს კეთებია, რაც იწვევს ეჭვს, რომ მომღერალი დაინიშნა. რიანამ მედისონ ავენიუ ორიგინალური პრინტით გაწყობილ ქურთუკში დატოვა, რომელიც Dolce & Gabbana-ს ექსკლუზიური მოდელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები