LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანას ახალმა რომანმა მისი და ნაომი ქემპბელის მეგობრობა შეიწირა

300

რიანას ახალი რომანი, რომლის შესახებაც ცნობილი ამ დღეებში გახდა, ბარბადოსელ მომღერალს ნაომი ქემპბელთან მეგობრობის ფასად დაუჯდა.

საქმე იმაშია, რომ ორივე ლამაზმანი საერთო მამაკაცით, არაბი პრინცით, ჰასან ჯამილით დაინტერესდა. განსხვავება მხოლოდ დროშია, ცნობილ მოდელს მასთან ურთიერთობა წარსულში ჰქონდა.

მომღერალმა და მოდელმა ერთმანეთის გამოწერა  „ინსტაგრამიდანაც“ გააუქმეს. მიზეზად სწორედ საერთო მამაკაცი სახელდება.

ამ მომენტისთვის არცერთის წარმომადგენელს შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები