LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიჩარდ გირი ჩემპიონთა ლიგის მატჩზე შეყვარებულთან ერთად მივიდა (ფოტო)

77

რიჩარდ გირი მილანში ჩემპიონთა ლიგის მატჩს დაესწრო. „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ დაპირისპირებას 66 წლის მსახიობი 32 წლის მეგობარ გოგონასთან, ალეხანდრა სილვასთან ერთად ადევნებდა თვალს. სპორტულ სამოსში გამოწყობილი მსახიობი აქტიურად გულშემატკივრობდა „რეალს“ და ამავე დროს საჯაროდ ფლირტაობდა საყვარელ ქალთან. წყვილი მთელი თამაშის მანძილზე წუთითაც არ მოშორებია ერთმანეთს. ფეხბურთის მოყვარულ მსახიობს ალეხანდრა გამუდმებით ამხნევებდა და პაპარაცებმაც რამდენიმე საინტერესო ფოტოს გადაღება მოახერხეს.

„რეალის“ გამარჯვების შემდეგ რიჩარდ გირი სტადიონზეც ჩავიდა და თასით ხელში სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები