LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიგაში, სასტუმრო Garden Palace-ში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

125

ლატვიის დედაქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო Garden Palace-ში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიური გამოცემა Delfi ავრცელებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელებს კონფლიქტი სასტუმროს მეპატრონესა და ერთ-ერთ სტუმართან ჰქონდათ. შეიარაღებული პირები სასტუმროს ნომრებში შევარდნენ და იქიდან ხალხი გამოაძევეს, მათი ნივთები კი გადაყარეს.

თავდამსხმელები სასტუმროს ტერიტორიაზე ამ დრომდე იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები