LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკი მარტინი გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება

56

რიკი მარტინსა და მხატვარ ჯუან იუსეფს თითქმის წელიწადნახევარია რომანი აქვთ. გასულ შემოდგომაზე ისინი დაინიშნენ და მას შემდეგ ქორწილისთვის მიდის მზადება. ღონისძიების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა მომღერლის თქმით, ის გრანდიოზული იქნება.

„ქორწილი ხმაურიანი და მკვეთრი იქნება, როგორც ეს ლათინურ ამერიკაშია მიღებული. მინდა, რომ ეს დღე ჩემს სამშობლოში, პუერტო-რიკოში გავატაროთ. ცერემონია ინტერნაციონალური იქნება, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ ჩვენი მეგობრები“, – განაცხადა მარტინმა.

მომღერალმა აღიარა, რომ ქორწილის ორგანიზატორი თავად არის და აქამდე ვერც წარმოედგინა, რამდენად რთულია ეს საქმე.

46 წლის რიკი მარტინმა 2010 წელს აღიარა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ. 2008 წელს მას სუროგატმა დედამ ტყუპები გაუჩინა.

https://www.instagram.com/p/BVxjqJUFSm4/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები