LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილის აფეთქების საფრთხე არსებობს

98

რიკოთის უღელტეხილზე, სადაც ავარიას სატვირთო ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა, აფეთქების საფრთხე არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა იმერეთში ვლადიმერ ჯღამაძემ განუცხადა.

მაშველები ცეცხლმოკიდებულ ავტომობილს ვერ უახლოვდებიან. უსაფრთხოების მიზნით, შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე რესტორნიდან ხალხის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

რიკოთის უღელტეხილზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ხევში, გზის სავალ ნაწილზე მოძრავ ბუნებრივი აირით დატვირთულ სატვირთო ავტომანქანას ცეცხლი დაახლოებით 18:00 საათზე მოეკიდა.

მომხდარის გამო, რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალულია. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ნაცვლად, მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე გადაერთო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები