LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიმა ბერაძე – მეხუთე მოწვევის საკრებულომ მის წინაშე არსებულ გამოწვევებს წარმატებით გაართვა თავი

92

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე მეხუთე მოწვევის საკრებულოს საქმიანობას დადებითად აფასებს.  როგორც მან აღნიშნა, სამწლიანი მუშაობის განმავლობაში დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი მრავალი პროექტი განხორციელდა.

“ამ მოწვევის საკრებულოს მუშაობის შედეგად, დედაქალაქისთვის ძალიან ბევრი საკითხი და პრობლემა მოგვარდა, განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი და კიდევ მრავალი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი“, – აცხადებს რიმა ბერაძე. 

ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, მეხუთე მოწვევის საკრებულოს მძიმე მემკვიდრეობა და მრავალი გამოწვევა დახვდა, რასთან გასამკლავებლადაც დიდი შრომა იქნა გაწეული და ქალაქის განვითარების მიმართულებით მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

„ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ისეთი გრანდიოზული როგორებიცაა „ახალი ტიფლისი“, პეკინის გამზირი, ახალი მეტროსადგური, ახალი ხიდები, ახალი ესტაკადები, ახალი სოციალური პროგრამები, 17 ახალი საბავშვო ბაღი, სპორტული მოედნები, სკვერები და განახლებული უბნები და ეს ამ მოკლე პერიოდში მერიისა და საკრებულოს ერთობლივი საქმიანობის არასრული ჩამონათვალია“, – აცხადებს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ ახალი საკრებულო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები