LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიოში პოლიციელები სპორტსმენებს ძარცვავენ

38

რიო დე ჟანეიროში პოლიციელებმა ახალ ზელანდიელი სპორტსმენი გაიტაცეს და გაძარცვეს.
ჯიუ-ჯიტსუს ორთაბრძოლების წარმომადგენელი ჯეისონ ლი უსიამოვნებიდან 615 დოლარად გამოძვრა.

როგორც თავად დაზარალებულმა თქვა, ის ავტომობილით გადაადგილდებოდა. ერთ-ერთ ქუჩაზე ის პოლიციელის ფორმაში გამოწყობილმა ადამიანებმა გააჩერეს, კანონების დარღვევაში დაადანაშაულეს და იარაღის მუქარით ფული მოთხოვეს.

ბოროტმოქმედების თანხლებით ჯეისონ ლი ბანკომატთან მივიდა, რათა 615 დოლარი მოეხსნა. ფულის გადახდის შემდეგ სპორტსმენი გაუშვეს.

ამ ისტორიაში კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ როდესაც დაზარალებულმა პოლიციას მიმართა, იმ სასტუმროში, სადაც ლი ცხოვრობს, ისევ ის პოლიციელები მივიდნენ, რომლებმაც საბრალო ახალ ზელანდიელი გაძარცვეს.

კრიმინალურ რიოში ოლიმპიური თამაშები 5 აგვისტოს იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები