LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რის გამო ვერ მოხვდა თაკო ნაცვლიშვილი „ვიქტორიას სიკრეტის“ ჩვენებაზე

113

ცნობილი ქართველი მოდელი, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთი ამ სფეროში საქართველოდან, ვინც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ბრენდებთან თანამშრომლობს, აღიარებს, რომ მისი მთავარი მიზანი „ვიქტორიას სიკრეტის“ ჩვენებაზე მოხვედრაა. შეგახსენებთ, რომ ეს ბრენდი წელიწადში ერთხელ ბრწყინვალე და ყველაზე ძირად ღირებულ შოუებს ამზადებს, სადაც პოდიუმზე გამოსვლაზე ნებისმიერი მოდელი ოცნებობს.

თაკო „ეკა ხოფერიას თოქშოუს“ სტუმრობდა, სადაც ისაუბრა იმის შესახებ, რის გამო ვერ მოხვდა „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუში.

როგორც თაკო ამბობს, მთავარი მიზეზი მისი ასაკი გახლდათ.

„საგენტომ გადაწყვიტა, რომ უნდა გავსულიყავი კასტინგზე. ზუსტად არ ვიცოდი, გავიდოდი თუ არა, რადგან სააგენტოში მითხრეს, მოსწონხარ, მაგრამ პატარა ხარ და თავი შევიკავოთ კასტინგზე გასვლისგანო. ჩემი ბუქერი კი გაგიჟდა, აუცილებლად უნდა მიიღო მონაწილეობაო. გაგზავნეს ფოტოები და დამიბარეს კასტინგზე. სამწუხაროდ, ერთი თვით ადრე გამაფრთხილეს, სხვა მოდელებმა სამი-ოთხი თვით ადრე იციან ხოლმე, ვარჯიშობენ და ფორმაში დგებიან ყველანაირად. მე ნაკლები დრო მქონდა მომზადებისთვის.

ვიქტორიას სიკრეტისთვის“ სხვა ვარჯიშებია, ზუსტად უნდა იცოდე, რა როგორ გააკეთო. მე ისედაც ვვარჯიშობ, მაგრამ ამ ჩვენებისთვის უფრო გაძლიერებული ვარჯიში იყო საჭირო.

კასტინგზე მიცნეს, რადგან სხვა ბრენდების კასტინგ-დირექტორებიც არიან. ასაკი რომ მკითხეს, შეიცხადეს, 18 წლის ყოფილხარ და პატარა ხარო. ფოტოსესიებისთვის ძალიან მოვეწონე და შემდეგში, როგორც ვიცი, დაიგეგმება გადაღებებში ჩემი მონაწილეობა, მაგრამ რაც შეეხება ჩვენებას, მანამდე ვიმონაწილევებ კასტინგებში, სანამ არ ამირჩევენ“ – აღნიშნა მოდელმა ეკა ხოფერიასთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები