LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისი დასაბუთება მოგვიწევს საზღვარზე – მინისტრის კიდევ ერთი განმარტება

49

ვიზალიბერალიზაცია კონკრეტული შედეგის მომტანია ჩვენი მოქალაქეებისთვის – ამის შესახებ „იმედის დროში“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ეს არის შესაძლებლობა, რომ დამყარდეს უფრო მეტი ბიზნესკონტაქტი, შესაძლებელი იყოს ჩვენმა მცირე და საშუალო მეწარმეებმა მიიღონ მონაწილეობა გამოფენებში, შეძლონ ბიზნესპარტნიორების მოძიება ევროკავშირის ქვეყნებში“.

ჯანელიძის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციით ისარგებლებენ ხელოვანები, წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები ევროპის ქვეყნებში გამოფენებზე და ასევე, სტუდენტებს მოკლევადიან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა და სტაჟირება კიდევ უფრო გაუმარტივდებათ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რისი დასაბუთება შეიძლება მოგვიხდეს მესაზღვრესთან ევროკავშირის ქვეყანაში ჩასვლისას.

„აუცილებელია, მიზანი იყოს განსაზღვრული და შეძლოს მოქალაქემ, რომელიც გაემგზავრება ევროკავშირში, მესაზღვრეს აუხსნას, თუ რა მიზნით მიემგზავრება იგი. მიზანი შეიძლება ემსახურებოდეს მოკლევადიან ვიზიტს – ეს შეიძლება იყოს სასწავლო, სამედიცინო, სამეცნიერო, ბიზნეს მიზნებისთვის მოგზაურობა. მნიშვნელოვანია მიზნობრიობა იყოს დაცული და არ უკავშირდებოდეს გრძელვადიან ვიზიტს. უნდა იყოს განსაზღვრული, თუ სად მიმგზავრება მოქალაქე, სად აპირებს დარჩენას, როდის ბრუნდება უკან და ამ ყველაფრის დასაბუთება უნდა შეძლოს, თუკი ასეთი კითხვები დაისმება“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ 28 მარტიდან  შეძლებენ გადაადგილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები