LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისი გაკეთება შეგიძლიათ „ჩემი ცოლის დაქალების“ ყურების ნაცვლად – „კოცნა ასიათასჯერ…“

199

„ფეისბუქ“-მომხმარებელი მამუკა კუდავა წერს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ შესახებ, რომლის, როგორც თავად აღნიშნავს, არც ერთი სერია ნანახი არ აქვს. სამაგიეროდ, რჩევებით ამარაგებს მათ, ვინც ამ სერიალს თავისი ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთს უთმობს.

სტატუსში ის წერს:

„ჩემი ცოლის დაქალები დამთავრებულა. მე-11 სეზონი. თითოზე დაახლოებით 50 სერიაა. თითო სერია საშუალოდ ნახევარი საათი, რეკლამებით 1 საათი. ანუ 550 საათი. იგივე 23 დღე-ღამე. თავისი გადახვევ-გადმოხვევებით 30 დღე-ღამე ხომ მაინცაა მინიმუმ. რომ დავუმატოთ ამ სერიალზე საუბარი, გარჩევა და კრიტიკა, მათ შორის სოციალურ ქსელებში, ერთი ამდენი მაინც უნდა ვიანგარიშოთ კონსერვატიულად.

მე არც ერთი სერია არ მინახავს, მაგრამ ჩცდ-ს ფანებმა დაკარგეთ ყველაზე ცოტა ცხოვრების 2 თვე ძილიანად და ძილის ჩაუთვლელად 3-4 თვე. რომ კაკაჩიებისთვის გეჩუქებინათ ეს დრო.

ამ 7 წელში იგივე დროში თავისუფლად შეიძლებოდა:

– ან 1 ახალი პროფესიის სრულყოფილად დაუფლება ან 100 ახალი უნარის ათვისება (20 საათი უნდა თითოს).

– ან 2-3 უცხო ენის სრულყოფილი სწავლა (1 ენას სჭირდება 50 დღე, დღეში 10 საათით).

– ან მსოფლიოს ასობით ახალი ფენომენის შესწავლა.

– ან 100 გვერდიანი 30 წიგნის წაკითხვა (1 გვერდს 2 წუთი უნდა).

– ან 4 ერთთვიანი შვებულების მოწყობა.

– ან 50 კილოს დაკლება ვარჯიშით (5 კგ დაიკლებთ, თუ 30 წუთს ივლით 5 დღე კვირაში).

– ან კოცნა ასი ათასჯერ (წუთში ერთხელ ტემპით).

– ან სექსი 1000-ჯერ (საათში 2-ჯერ ტემპით). ანუ 2 მილიონი მაყურებლიდან ყოველ მეათეს მაინც რომ გაეჩინა ბავშვი, ქართველობა გამრავლდებოდა 100 ათასით.

– ან შემეცნებით გართობაში მისი ხარჯვა.

– ან შვილებთან 6-დან 12 თვემდე დამატებითი დროს ტარება, ანუ დღეში 1 საათით მეტი. და ა.შ.

მაგრამ ფანებმა მაინც ჩცდ და მანწკავა ამოირჩიეთ! მხურვალედ გილოცავთ თქვენი უფლების თავისუფლად გამოყენებას!

განა რა, არც არაფერი. გააგრძელეთ. კიდევ ახალ 11 წარმატებულ სეზონს გისურვებთ. სანტა ბარბარასაც დაუბრუნდით მერე აუცილებლად. და ყოჩაღ ჩცდ-ს გუნდს თქვენი მონუსხული ერთგულების უზრუნველყოფისთვის. 🙂

#მხოლოდსტატისტიკა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები