LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისი თქმა შეუძლია სახის ფორმას თქვენს ხასიათზე?

323

ოვალი, სამკუთხედი თუ ოთხკუთხედი – სახის ფორმას უფრო მეტის თქმა შეუძლია ადამიანის ხასიათზე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.  

 

ადამიანის ხასიათის განსაზღვრა და ფსიქოტიპის განზოგადება სახის ფორმის მიხედვით, პირველად ჩინელმა ბრძენებმა სცადეს 3 000 წლის წინ. მას შემდეგ ფიზიოგნომიკამ სერიოზული პროგრესი განიცადა და დღეს გამოცდილი სპეციალისტები ისე “კითხულობენ” ადამიანის სახეს, თითქოს დიდი ხანია იცნობენ მას. მთავარი მეცნიერების აზრით სახის ოვალია, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს ადამიანის ხასიათის თავისებურებებს.  

მაშ ასე, თუ თქვენი ტიპი…

 

მართკუთხედი – თქვენ ლოგიკას აფასებთ და “თავით” ცხოვრობთ. არ გახასიათებთ იმპულსურობა და გაუაზრებელი გადაწყვეტილებები. თქვენ დაგეგვმის გენიოსი ხართ, იწერთ ყველა სვლას და შედგენილი გაქვთ ყველა ნუსხა, ინიშნავთ ყველა შეხვედრას და კალენდარში შეგაქვთ ყველა მნიშვნელოვანი თარიღი. შეგიძლიათ დაიკვეხნოთ ფენომენალური მეხსიერებით, თვითორგანიზაციის და დროის სწორად განაწილების უნარით. თქვენ არასდროს აგვიანებთ და საშინლად გაღიზიანებთ ისინი, ვინც გაიძულებთ ელოდოთ. ადვილად გამოგდით ურთიერთობა ადამიანებთან, თუმცა დისტანციას ყოველთვის ინარჩუნებთ. ნამდვილი მეგობრები ცოტა გყავთ, მაგრამ 100%-ით ენდობით.   

1

წრე – თქვენ კეთილი და გახნილი ადამიანი ხართ, რბილი ხასიათის წყალობით კი, ყველას უყვარხართ. ყოველთვის შეგიძლიათ დახმარება და მხარდაჭერა, გამხნევება და საჭირო სიტყვების მოძებნა. თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, მთელ სამყაროს გააბედნიერებდით, რადგან ბედნიერი ადამიანების ყურება თქვენი მთავარი შინაგანი მოთხოვნილებაა. ადვილად ეწერებით ნებისმიერ კომპანიაში და რთულ ადამიანებთანაც პოულობთ საერთო ენას, მშვენიერი იუმორის გრძნობა გაქვთ და თითქმის არასდროს ხართ ცუდ ხასიათზე.  

2

რომბი – მისს კონტროლი! თქვენ ამოწმებთ ყველაფერს და ყველგან, გამზადებული გაქვთ სათადარიგო გეგმები და უყურადღებოდ არ ტოვებთ არცერთ დეტალს. ყოველთვის გაფასებენ ხელმძღვანელები, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ თქვენს ხელში მოხვედრილი ნებისმიერი საქმე უნაკლოდ იქნება შესრულებული. ერთადერთი, რასაც ვერ იტანთ – მუდმივად შეწუხებული ადამიანები არიან, რომლებიც გაუთავებლად წუწუნებენ, ყველაფერს საშინლად განიცდიან და საბოლოოდ არაფერს აკეთებენ. თქვენ მოქმედების ადამიანი ხართ და გამოთქმა “უკეთესია გააკეთო და შეგეშალოს, ვიდრე არ გააკეთო და მთელი ცხოვრება ინანო” – სწორედ თქვენზეა ნათქვამი.  

3

ოვალი – თქვენ კომუნიკაციის გენიოსი ხართ. სწორედ ასეთი ადამიანები ხდებიან საუკეთესო პიარ-მეიკერები და გაყიდვების მონსტრები.  ყოველთვის თავისუფლად შეგიძლიათ გაყიდოთ ქვიშა უდაბნოში და თოვლი ანტარქტიდაზე. თქვენ უზარმაზარი ნაცნობობის წრე გაქვთ და ყველასთან ისე ურთიერთობთ, როგორც საუკეთესო მეგობართან. თუმცა, ნამდვილი მეგობრები ან ნაკლებად, ან საერთოდ არ გყავთ, რადგან ისინი მხოლოდ მაშინ გახსენდებათ, როცა თვითონ გჭირდებათ.

4

კვადრატი – თქვენი მოდრეკა შეუძლებელია. არავინ იცის, საიდან გაქვთ ამგვარი ტიტანური გამძლეობა, მაგრამ თქვენი გატეხვა, არანაირ სირთულეს არ შეუძლია. მომთმენი და გაწონასწორებული, თქვენ არასდროს ჩქარობთ ჩაერთოთ ბრძოლაში და ყოველთვის პატარა ნაბიჯებით ლახავთ იმ ბარიერებს, რომლებიც ყველაზე თავგამოდებულ ენთუზიასტებსაც კი აიძულებდა უკან დახევას. გამოთქმა: “რაც უფრო ნელა მოძრაობ – მით უფრო შორს წახვალ” – თქვენი ცხოვრებისეული კრედოა, რომელიც ყოველთვის ამართლებს.  

5

გული – თქვენი მეგზური ინტუიციაა, ყოველთვის ზუსტად იცით ვისთან გაქვთ საქმე და როგორ იმოქმედოთ, ჩაებათ მორიგ ავანტიურაში თუ თავი აარიდოთ უსიამოვნებებს. თვითონ იცით საიდან გაქვთ ეს ნიჭი, მაგრამ ყოველთვის მის იმედზე ხართ და არასდროს გღალატობთ, უსმეთ შინაგან ხმას და მხოლოდ მას მიჰყვებით.   

6

სამკუთხედი – თქვენი მთავარი მიზანი სახელის და დიდების მოპოვებაა. ბუნებით ლიდერს, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა, თაყვანისმცემლების ყურადღება და ადამიანების მართვა გჭირდებათ. თქვენ იდეების გენერატორი, ენერგიის და შთაგონების წყარო ხართ, მთებიც შეგიძლიათ გადაატრიალოთ თუ ჩათვლით, რომ ასე საჭირო. თქვენში აზარტს აღვიძებს ნებისმიერი სარისკო მოქმედება, ამიტომ ყოველთვის მზად ხართ სათავეში ჩაუდგეთ ახალ წამოწყებას, გაუწიოთ ორგანიზება და მიიყვანოთ ტრიუმფამდე.    

7

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები