LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისთვის ბრუნდება საქართველოში თამთა გოდუაძე – მომღერლის მიმართვა (ვიდეო)

179

საბერძნეთში მცხოვრები პოპულარული მომღერალი თამთა გოდუაძე საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვა. მიზეზი კი მუსიკალური შოუ „იქს ფაქტორია“, რომელიც მალე სტარტს აიღებს „იმედის“ ეთერში. შეგახსენებთ, რომ თამთა გარკვეული პერიოდის წინ მენტორებს შორის იყო ამავე შოუში, ახლა კი ტელეპროექტის ორგანიზატორებმა მისი დაბრუნება გადაწყვიტეს.

შოუს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა ვიდეო, სადაც თამთა „იქს ფაქტორის“ მაყურებელს მიმართავს და აღნიშნავს:

„გამარჯობა. იმედი მაქვს, გახსოვართ, თუ არ გახსოვართ, არა უშავს, რადგან წელს ძალიან კარგად გაგახსენებთ თავს და შეიძლება, მოგაბეზროთ კიდევაც. ორწლიანი პაუზის შემდეგ ჩამოვდივარ საქართველოში, „იქს ფაქტორის“ ჟიურიში. ძალიან მომენატრა საქართველოც და  ქართველი მაყურებელიც, ველოდები ჩამოსვლას, იმედი მაქვს, თქვენ დამელოდებით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები