LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რისთვის ვცემდი პატივს გიორგი კვირიკაშვილს…“

84

თეა შაყულაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც განმარტავს, რატომ სცემს პატივს საქართველოს აწ უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„რისთვის ვცემდი პატივს და… ჩემების საფლავიდან ვბრუნდებოდი, შაბათი დღე, გადაჭედილი საბურთალოს სასაფლაოს აღმართის დასაწყისი, გამორბის ვიღაც გაათვისუფლეთ გზაო და ამ დროს გადმოდის კვირიკა მანქანდან, მოიცა, მოიცაო, დატოვა პირდაღებული და ამოუყვა აღმართს ფეხით, რომ ჩამომიარა, “ჯიგარი ხარ”-მეთქი ვუთხარი და უკანა მანქანიდანაც ბიჭმა გადმოყო თავი -“ვა, კვირიკო?” (მაშინ ალბათ სულ 2 თვის დანიშნული იყო), შემოგვხედა, ხელი აგვიწია და აუყვა აღმართს; ქუჩის კუთხეში, თავისი ხელით ლიკა ქავჟარაძისთვის ნაყიდი თეთრი კალებისთვისაც ვცემ პატივს და იმისთვისაც, პატარა, მეტიჩარა გოგოს რომ ართობდა და ერთობოდა… ოთხი კარგი შვილისთვის, რომელიც ამ პოლარიზბულ საზოგადოებაში თვალში არავის მოხვედრია, მეუღლისთვის – რომელსაც უსაქმურობისგან, უცებ “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულის ან “მის საქართველოს” ორგანიზატორად არ მოგვვლენია, გია ჯაჯანიძის შოუში არ დამჯდარა და მუსიკალურ ჟიურიში არ უტკვარვალია.

ადამიანი “წვრილმანებში” ვლინდება და ყველა თანამდებობის “კეთილებიც”, რომელიც ადამიანს აფიქრებინებს, რომ მისი გულისთვის ასი მანქანა უნდა “სადმე შეძვრეს” ან სულაც აორთქლდეს, რომ ხუთასლარიანი გვირგვინი “პადჩინიონიმ” ყველაზე “პერო” მაღაზიაში უნდა შეუკვეთოს და ლოგოც კარგად უნდა ეტყობოდეს… ხოდა ამდენი წელი, ამ გაზულუქებულ, ხამ, “უნახავმა რა ნახა” თანამდებობის პირების შემხედვარეს – მომწონდა და პატივს ვცემდი კარგი ოჯახის შვილს, კარგი ოჯახის მამას, კარგ პირველექსპერიმენტულელს, კომაროველს და ჩემს პრემიერს.

წარმატებები გიორგის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები