LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისთვის ყიდულობს შსს ტონობით შოკოლადს – უწყება განმარტებას აკეთებს

142

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 104 260 კგ შოკოლადსა და 125 კგ კარამელის კანფეტს ყიდულობს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 058 989 ლარია.

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი ატყდა. უწყებამ განმარტა, რისთვისაა საჭირო ამდენი შოკოლადი და რამდენია განსაზღვრული ერთ მოსამსახურებზე.

შსს–ს განმარტებით, სხვა საკვებ პროდუქტებთან ერთად, შოკოლადის დღიური ნორმა ერთ მოსამსახურეზე განსაზღვრულია 50-60 გრამით, ხოლო მშრალ სასურსათო ულუფაში – 100-120 გრამით.

“მიგვაჩნია, რომ ჩვენი ჯარისკაცების, მესაზღვრეებისა და მეხანძრე-მაშველებისთვის დღიურ ნორმად განსაზღვრულ შოკოლადზე აჟიოტაჟის ატეხვა სრულიად მიუღებელია და ემსახურება, როგორც მათ დემოტივაციას, ასევე, შსს-ს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას”- აცხადებენ შსს–ში.

როგორც სატენდერო დოკუმენტებშია მითითებული შოკოლადს შსს-ს დაქვემდებარებული სამი უწყებისთვის შეისყიდიან. ტკბილეული უწყებებზე ასე გადანაწილდება:

  • ლოჯისტიკის დეპარტამენტი – 76 260 კგ შოკოლადი და 110 კგ კარამელი;
  • სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი – 5 500 კგ შოკოლადი და 15 კგ კარამელი;
  • სასაზღვრო პოლიცია – 22 500 კგ შოკოლადი.

ხელშეკრულების შემდეგ, ლოჯისტიკისა სტრატეგიული მილსადენის დაცვის დეპარტამენტები ტკბილეულს ყოველთვიურად მიიღებენ, სასაზღვრო პოლიცია კი სამ თვეში ერთხელ. შოკოლადები გადანაწილდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები