LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რიყის დოქებს” პროფილი არ შეეცვლება – კახა კალაძე

76

ევროპის მოედანზე მდებარე ამფითეატრს – ე.წ. “რიყის დოქებს” პროფილი არ შეეცვლება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ  ამ შენობაში შეიძლება, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ან თეატრი განთავსდეს.

„ის, ახლა რა მდგომარეობაშიცაა, აშკარად არ გვინდა ამ მდგომარეობაში დარჩეს. შენობა არის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე. ფუნქცია უნდა მოეძებნოს. თუ როგორ, რანაირად, რა მიმართულებით, უახლოეს მომავალში გაცნობებთ. შეიძლება, თეატრი იყოს, შეიძლება – თანამედროვე ხელოვნების ცენტრი,“ – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები