LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიზ უიზერსპუნისა და მისი ქალიშვილის მსგავსება გამაოგნებელია (ფოტო)

133

რიზ უიზერსპუნი და მისი ქალიშვილი საოცრად გვანან ერთმანეთს. 41 წლის მსახიობი და მისი 18 წლის ქალიშვილი ავა ლოს-ანჯელესში სეირნობისას გადაიღეს. შოპინგზე გასული დედა-შვილის გადაღება პაპარაცებმა მოახერხეს, სადაც მსგავსება მართლაც გამაოგნებელია. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, უიზერსპუნი და ავა ტყუპი დებივით გამოიყურებიან. სასეირნოდ ოსკაროსანმა მსახიობმა სპორტული სამოსი შეარჩია. ის ჯინსებსა და ბლუზაში იყო წარმოდგენილი, ასევე სპორტულ სამოსში გამოწყობილი ვიხილეთ 18 წლის ავაც, რომელიც უიზერსუპნს რაიან ფილიპისგან ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ პირველი ქორწინებიდან რიზ უიზერსპუნს 2 შვილი ჰყავს, 18 წლია ავა და 14 წლის დეკონი. უიზერსპუნი და რაიან ფილიპი 1999 წელს დაქორწინდნენ და 2006 წელს დაშორდნენ ერთმანეთს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები