LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რკინგიზა საახალწლო დღესასწაულებზე დამატებით მატარებლებს დანიშნავს

72

“საქართველოს რკინიგზა“, საახალწლო დღესასწაულებზე მომატებული მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, მოთხოვნად მიმართულებებზე, 2017 წლის 28-29-30-31 დეკემბერს და 2018 წლის 05-06-07 იანვარს დამატებით ელექტრომატარებლებს ნიშნავს. 

დამატებითი მატარებლები დაინიშნება თბილისი-ბათუმი-თბილისის (Stadler Kiss) და თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (GRT), ასევე, თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ საკლასო ვაგონებიან შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასისის ვაგონები.

ამ პერიოდში ბათუმში ტურისტული მგზავრთა ნაკადის მომატებისა და მგზავრების თხოვნების გათვალისწინებით 860/859 მატარებლის განრიგით მოძრავ GRT ტიპის შემადგენლობა ჩანაცვლდება კომპანია შტადლერის ორსართულიანი მატარებლით.

დამატებითი მატარებლები შემდეგი განრიგით იმოძრავებენ:

თბილისი-სენაკი-თბილისი #878/877 – გასვლა 08:50 საათზე, ჩასვლა 13.:08 საათზე; გამოსვლა 19:45 საათზე, ჩამოსვლა 23:59 საათზე.
თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807 – გასვლა 10:30 საათზე, ჩასვლა 15:30 საათზე; გამოსვლა 17:10 საათზე, ჩამოსვლა 22:03 საათზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები