LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რკინიგზელებმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადეს

79

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან შიმშილობის აქცია მიმდინარეობს.

აქციის 2 მონაწილე მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. მათ სოლიდარობას აუდიტორია 115-ის წევრები უცხადებენ.

გაფიცული თანამშრომლები საქმეში პრემიერ მინისტრის პირად ჩართულობას ითხოვენ. რკინიგზელთა პროფკავშირის თავმჯდომარე, ვიტალი გიორგაძე, აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები რკინიგზაში არსებული მიუღებელი სისტემის მსხვერპლი არიან.

რკინიგზის თანამშრომლები, უკვე 15 დღეა შიმშილობენ. ისინი სამუშაო ადგილის გადატანას აპროტესტებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები