LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რკინიგზის დეპარტამენტთან მოშიმშილეები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ

133

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „აუდიტორია 115“-ის წევრები, რომლებმაც მოშიმშილე რკინიგზელებს გამოუცხადეს სოლიდარობა, საქართველოს რკინიგზის ოფისის ფოიეში შესვლას ცდილობენ, თუმცა მათ ამის საშუალებას ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, საქართველოს რკინიგზის ოფისი რკინიგზელების საკუთრებაა და მოშიმშილე რკინიგზელებს უნდა მისცენ საშუალება, რომ ისინი შევიდნენ ფოიეში.

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მოშიმშილეები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას უკვე რამადენიმე დღეა მართავენ.

პროტესტის მთავარი მიზეზი რკინიგზაში როტაციის წესით თანამშრომლებისთვის სამუშაოს ადგილმდებარეობის შეცვლაა.

აქციის მონაწილეები საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელის ვასილ ხორავასა და რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დაჩი ცაგურიას თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები