LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რკინის თეატრში” სპექტაკლის “ჩიტები” პრემიერისთვის მზადაა

90

„რკინის თეატრი“ პრემიერისთვის მზადაა,  1, 2,  3  და 10 ივლისს  დავით ანდღულაძის სპექტაკლის – „ჩიტები“ შედგება, რომელიც ალექსანდრე ქოქრაშვილის „მეზუნია ჩიტების“ მიხედვით დადგეს. სპექტაკლში მონაწილეობენ  ნინელი ჭანკვეტაძე, ზურა ყიფშიძე, დავით როინიშვილი, ირაკლი სამუშია, ზაზა თაგოშვილი და ნატო ესაკია.

ბილეთის ფასი: 5,10,15 ლარი იქნება.

„ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა აღმოაჩენ შენი ყოფის აბსურდულობას და, თუ ენერგია შეგრჩება, იწყებ მისი შეცვლისთვის ბრძოლას – ბრძოლას ცხოვრებასთან, საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან.

ნაწარმოები ეგზისტენციალურ ხასითს ატარებს. სპექტაკლის გმირები არც საკუთარ თავთან არიან ჰარმონიაში და არც ბუნებასთან.

სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი  ელემენტია – მარტოობა, ადამიანის მარტოობა მის მიმართ მტრულად განწყობილ სამყაროში.

რამდენად მოახერხებენ ცხოვრების შეცვლას სპექტაკლის გმირები, ეს უკვე მათ ნიჭზე, უნარზე და კიდევ … რაღაცაზეა დამოკიდებული,“ – ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

სპექტაკლი განხორციელდა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებათა ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები