LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ დე ნირო: ამერიკა სულელურ ტრაგიკომედიას დაემსგავსა

94

ორგზის ოსკაროსანი მსახიობი რობერტ დე ნირო ბრაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა. ვარსკვლავის თქმით, ფილმების ჟანრებად თუ დავყოფთ, აქამდე ამერიკა „შთამაგონებელი დრამა“ იყო, ახლა კი ის „სულელურ ტრაგიკომედიად“ იქცა.

73 წლის დე ნირო უმაღლეს დაწესებულებაში მხატვრული ხელოვნების დოქტორის ხარისხის მისაღებად იმყოფებოდა და ბუნებრივია, სიტყვით გამოსვლის დროს შანსი არ გაუშვა, ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გაეკრიტიკებინა. „სიამოვნებით გავაწნიდი სილას სახეში… ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც რეალითი შოუდან ქვეყნის სათავეში მოხვდა და სად ვართ ჩვენ? ბევრი ადამიანი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ ჩემი აზრით,  ეს არის კოშმარული სიტუაცია“, – განაცხადა მსახიობმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები