LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ დე ნირო კუბას ესტუმრა

117

ოსკაროსანი მსახიობი რობერტ დე ნირო კუბაში იმყოფებოდა და ადგილობრივი სამზარეულოთი მოხიბლული დარჩა.

„რობერტ დე ნირო, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი ჩვენს რესტორანს არაერთხელ ესტუმრა. მან კუბაში2 დღე გაატარა და დღეში სამჯერ გვსტუმრობდა, რომ ჩვენი კერძენი დაეგემოვნებინა,“ – წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რესტორანი La Guarida.

აშშ და კუბა 2014 წლის ბოლოს ურთიერთობების ეტაპობრივად ნორმალიზების შესახებ შეთანხმდნენ. ორმა ქვეყანამ აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობა, ჰავანას ესტუმრა აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამაც. ამასთან, ამერიკამ შეასუსტა რამდენიმე სანქციაც, რომელიც კუბას მიმართ ჰქონდა დაწესებული, თუმცა ემბარგო კვლავ ძალაში რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები