LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ დე ნიროს რუსეთის მოქალაქეობა სურს

67

ჰოლივუდის მსახიობმა რობერტ დე ნირომ მოსკოვში სტუმრობისას განაცხადა, რომ სურს, რუსეთის მოქალაქეობა მიიღოს, ინფორმაციას REN.TV ავრცელებს.

ოსკაროსანმა ვარსკვლავმა რუსეთის დედაქალაქში რესტორანი გახსნა, იგი მოსკოვში ქსელ Nobu-ს მმართველის რანგში ჩავიდა, პირველი რესტორანი რუსეთში დე ნირომ 2009 წელს გახსნა.

ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას მსახიობმა განაცხადა, რომ სურს, მოკრივე როი ჯონსის მსგავსად რუსეთის მოქალაქეობა თავადაც მიიღოს, თუმცა აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები